14:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 16:34:14, 1152 ნახვა

პოლიტიკა Lifestyle
კაპანაძე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებზე: წადით ახლა, სადმე რამეს მოგიგდებენ ალბათ და იქ იმუშავეთ

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი სერგი კაპანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

„აი, თავისუფალი დემოკრატები, ყოჩაღ! ნამდვილი ოპოზიცია იყავით ყოველთვის!!! პრინციპული ხალხი!

ონოფრიშვილმა, ცაგარეიშვილმა და აბაშიძემ პრეს-კონფერენცია იმისთვის გამართეს, რომ ეთქვათ ნაციონალებს მხარი არ დაუჭიროთ და მეორე ტურში ხმა ოცნებას მიეცითო. ხომ არის ნამდვილი ოპოზიციური პოზიცია?

ყოველთვის თავს ვიკავებდი, რომ თავდემებზე რამე მეთქვა უარყოფითი, მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ სამარცხვინო პრესკონფერენცია იყო. და მართლა მიხარია, რომ თქვენნაირი უპრინციპო ხალხი პარლამენტში აღარ იქნება.

წადით ახლა და სადმე რამეს მოგიგდებენ ალბათ, და იქ იმუშავეთ.

ფუჰ....

ყველაზე მეტად, თქვენი ამომრჩევლის წინაშე "ტეხავს". 70 ათასზე მეტი ადამიანი გენდოთ და ხმა მოგცათ...“,-წერს კაპანაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics