17:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 14:44:04, 1107 ნახვა

კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი: მეორე ტურში მონაწილეობის აზრს მე ვერ ვხედავ

საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, უაზრობაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის მიმართვაში განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისევე როგორც, ივანიშვილის პარტიამ ბევრი ხმა დააგროვა. 

სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ფეხქვეშ გათელა. 

"ერთმანეთის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და ჩვენი მომხრეების ნაწილის მხრიდან ქართველი ხალხის დადანაშაულება არ არის სწორი. ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა ასე და ჩვენ ერთმანეთის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ამავე დროს დღესავით ნათელია, რომ ივანიშვილი არ სცემს ”ნაციონალური მოძრაობის ” მხარდამჭერების არჩევანს არანიარ პატივს და ფეხქვეშ გათელა მათი უფლებები", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მეორე ტური იქნება უფრო რთული, ხელისუფლება შეეცდება „რუსთავი 2“-ის მენჯმენტის სრულად შეცვლას.

„მეორე ტურის შესახებ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ თავის კანდიდატებს გაამარჯვებინებს და ეს ასეც იქნება. მე ვერ ვხედავ მეორე ტურში მონაწილეობის და ამით არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარვევებით ჩატარებული არჩევნების.

რა შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შემდგომი პერიოდი იქნება ძალიან რთული. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ასეთ სიტუაციაში გვჭირდება გადაჯგუფება, ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე, კანდიდატები თავიანთ მხარდამჭერებს უნდა შეხვდნენ და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.  

 

 

  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics