17:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 10:06:04, 963 ნახვა

მსოფლიო
გაერო ნეპალისთვის 415 მილიონი დოლარის მოძიებას გეგმავს

მიწისძვრით დაზარალებული ნეპალისთვის  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 415 მილიონი დოლარის მოძიებას გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიით დაზარალებულ ნეპალის ხელისუფლებას კრიზისთან გამკლავება უჭირს, მოსახლეობის დიდი ნაწილი კატმანდუს დატოვებას ცდილობს. ამასთან, დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობა ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ესხმის თავს.

შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა  რამდენიმე დღის წინ  მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. თვითმხილველთა ცნობით, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი. სიტუაციას ართულებს ძლიერი განმეორებითი ბიძგები, რომელსაც დამატებით ნგრევა მოყვება.  
ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა  6 000-მდე გაიზარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics