17:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 15:34:27, 2385 ნახვა

მსოფლიო სხვადასხვა
ჰაკერებმა Disney-ის ფილმი მოიპარეს, გამოსასყიდის სახით კი რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვენ

კიბერთავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა Disney-ის ფილმი მოიპარეს, გამოსასყიდის სახით კი რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვენ, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, Disney-ში აცხადებენ, რომ ჰაკერებისთის თანხის გადახდას არ აპირებენ.

Los Angeles Times-ის ცნობით, ჰაკერებმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-5 ნაწილი „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ გაიტაცეს.

ცნობისთვის, ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 მაისსაა დაგეგმილი. „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-5 ნაწილში მთავარ როლებს ჯონი დეპი, კირა ნაითლი და ორლანდო ბლუმი ასრულებენ. ჰაკერები Disney-ის ახალი ფილმის ინტერნეტში განთავსებით იმუქებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics