14:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 19:39:14, 699 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო რომის პაპი შიმონ პერესის დაკრძალვას ვერ დაესწრება

საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო რომის პაპი ფრანცისკე პირველი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიას ვერ დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას Catholicnews-ი ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონია 30 სექტემბერს გაიმართება.

ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პერესის დაკრძალვაზე რომის პაპს ელოდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გადატანილი ინსულტის შემდეგ გარდაიცვალა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის ხელოვნური კომის პირობებში იმყოფებოდა.

შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბილ და ჰილარი კლინტონები, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და სხვა მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან.

ცნობისთვის, ფრანცისკე პირველი საქართველოში 30 სექტემბერს  საქართველოს პრეზიდენტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით ჩამოვა. პონტიფიკოსი საქართველოდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics