13:55 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 14:07:36, 636 ნახვა

სამხედრო
ქართველი სამხედროები სან-დიეგოში მიმდინარე „დაჭრილ მეომართა თამაშებში“ ლიდერობენ

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებები „დაჭრილ მეომართა თამაშები" მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი მეომრებიც მონაწილეობენ.

ჩემპიონატზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა „დაჭრილ მეომართა თამაშების" სამ სახეობაში მიიღო მონაწილეობა და სამივე სახეობაში პირველი ადგილი აიღო. მჯდომარე ფრენბურთის ფინალში ქართველმა სამხედროებმა ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს და ოქროს მედალი მოიპოვეს. 

დაშავებული ქართველი ჯარისკაცები პირველ-მეორე ადგილებზე გავიდნენ ასევე მშვილდით სროლაში. მაიორი მალხაზ შეყილაშვილო ოქროს მედლის, ხოლო უმცროსი სერჟანტი ბახვა დარსალია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი სამხედროები პირველები იყვნენ პნევმატური იარაღიდან სროლაშიც. ოქრო-ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ პირველადგილოსანი - კაპრალი ჯიმშერ ჩხენკელი და მეორე ადგილზე გასული - უმცროსი სერჟანტი დავით მახარეიშვილი.

სან-დიეგოს ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები 200 და 1500 მეტრის მანძილზე სირბილშიც იასპარეზებენ. 

პენდელტონის ბაზა საერთაშორისო შეჯიბრებებს ყოველწლიურად მასპინძლობს. წელს ასპარეზობა  მეხუთედ იმართება. სხვადასხვა ქვეყნის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს  მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, სროლებში, ცურვაში, მჯდომარე ფრენბურთსა და კალათბურთში ეჯიბრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics