11:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-03 10:40:18, 766 ნახვა

რეგიონი
ე.წ. მთიანი ღარაბაღის თავდაცვის უწყება: ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე ვითარება მძაფრი რჩება

მთიანი ღარაბაღის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე არსებული ვითარება მძაფრი რჩება. ინფორმაციას ე.წ. ღარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის ბანაკის პრესს სამსახური ავრცელებს. მათივე  ცნობით, დამოუკიდებელი ღარაბაღის ჯარის მოწინავე ქვედანაყოფები თავდაცვით ბრძოლებს წარმატებით მართავენ. 

"მოწინააღმდეგე განიცდის მძიბე დანაკარგებს. 1-დან 2 აპრილზე ღამით და მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანულმა მხარემ ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი, ცოცხალი ძალა დაკარგა.

მხოლოდ ტალისის მიმართულებით 30-ზე მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, სპეციალური დანიშნულების ჯგუფი, იყო განადგურებული.  მარტაკერტის მიმართულებით განადგურდა მოწინააღმდეგის 2 ტანკი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ჩრდილოეთის მიმართულებით -1 ვერთმფრენი.

ყველაზე მაშტაბური შეტაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიმდინარეობს. მოწინააღმდეგემ, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მათ შორის მმ-21 („გრად“-ი) დანადგარების გამოყენებით მიზანში არა მხოლოდ თავდაცვის ჯარის პოზიციები, არამედ რესპუბლიკის შიდა რაიონებში განლაგებული მშვიდობიანი სოფლებიც აიღო. ამ მიმართულებით 12:30-ზე თავდაცვის ბანაკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოწინააღმდეგის ერთი ვერთმფრენი და 1 ტანკი განადგურდა.

სამწუხაროდ, მძიმე შეტაკებების შედეგად ღარაბაღის მხარემაც განიცადა დანაკარგები",-ნათქვამია ე.წ.  მთიანი ღარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის ბანაკის პრესს სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics