2015-08-22 10:42:00, 1144 ნახვა
მსოფლიო
ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი მოკლეს
დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ფადილ აჰმად ალ-ჰაიალი ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.
ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ქალაქ მოსულში მაშინ მოკლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ალ-ჰაიალი კოორდინირებას უწევდა ერაყსა და სირიას შორის იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ტრანსპორტირებას. როგორც ვაშინგტონში ვარაუდობენ, აჰმად ალ-ჰაიალის სიკვდილი დაჯგუფებას ახალი თავდასხმების განხორციელებაში დაბრკოლებებს შეუქმნის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან