12:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-12 13:12:02, 774 ნახვა

სამხედრო
აღდგომის დღესასწაული ავღანეთში ქართველმა ჯარისკაცებმაც აღნიშნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს აღდგომის დღესასწაული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

გენერალური შტაბის უფროსი სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონების სამხედროებთან ერთად ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.

სააღდგომო მსახურებას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად,  კოალიციური ძალების მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჯარისკაცებიც დაესწრნენ. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics