19:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-29 12:44:46, 673 ნახვა

სამართალი
გამოძიებამ ბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი შექმნა

გამოძიებამ ბესო ხარძიანის  სავარაუდო მკვლელის რამდენიმე ფოტორობოტი შექმნა
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ოჯახის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას,  ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, გამოძიებამ  სავარაუდო ბრალდებულის რამდენიმე ფოტორობოტი შექმნა.

მისივე თქმით,  პროკურატურა  დამნაშავის დასადგენად  აქტიურად მუშაობს.

,,ბესო ხარძიანის ქალიშვილის დაკითხვას ვესწრებოდი, მან გაიხსენა იმ დღეებში მის თვალსაწიერში შემჩნეული პიროვნებები, ასევე, ყველა ის სანტრანსპორტო საშუალებები და ობიექტები, რომელსაც შესაძლოა მკვლელობასთან კავშირი ჰქონდეს. 
ამ ეტაპზე აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მე ვიტყოდი, ამოსაცნობად ვარგისი ფოტოსურათის, ან პიროვნების დადგენა, რომელიც საქმეს ნათელს მოჰფენს, ან მართლმსაჯულების წინაშე დადგება“,-განაცხადა ადვოკატმა.
ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ  დაჭრეს. მოგვიანებით იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics