01:10 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 15:40:42, 1073 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში ებრაულ სკოლებზე დაცვა გამკაცრდება

საფრანგეთში 700-მდე ებრაულ სკოლაზე სამართალდამცავები დაცვას გააძლიერებენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მიიღო. 

„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევა, ერთ-ერთ ებრაულ სკოლაში მოსწავლეთა მშობლებსაც ესაუბრა და დაპირდა, რომ მათი შვილები უსაფრთხო გარემოში ისწავლიან.

ამასთან, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და სამართალდამცავი ორგრანოების ხელმძღვანელებს შეხვდა.  შეხვედრის დროს ქვეყანაში უსფრთხოების ზომები და ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაბიჯები განიხილეს. 

შეგახსენებთ, ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 12  ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი, დაიჭრა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ორმა ეჭვმიტანილმა, ძმებმა შერიფ და საიდ კუაშებმა, მძევლად ერთი ქალბატონი აიყვანეს და თავი პარიზის ერთ-ერთ რედაქციას შეაფარეს, ხოლო მესამე ეჭვმიტანილი ამედი კულიბელი ქაშერულ მაღაზიაში შეიჭრა და 4 ადამიანი მოკლა. თუმცა პარიზში სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად,  სამივე ეჭვმიტანილი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics