2015-03-24 17:55:28, 731 ნახვა
სამართალი
ადიგენში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტო საქართველოს მასშტაბით პრევენციული ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ადიგენის რაიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
„სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სოჭის, ნაძვის და ფიჭვის ჯიშის 24 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი.
ამჟამად მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან