2015-03-13 15:26:04, 973 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთ ვიაჩესლავ ლებედევთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში გაიმართა.
შეგახსნებთ, სააგანტო „როიტერმა“ ყაზახურ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის ლიდერმა ასტანაში დაგეგმილი ვიზიტი ავადმყოფობის გამო გადადო.
ცნობისთვის, დღეს პუტინის პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პირველი პირი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ოფიციალური კრემლი პუტინის ავადმყოფობას არ ადასტურებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან