01:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 17:43:44, 724 ნახვა

სამხედრო
იზორია: მე არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ, ამას შესაბამისი ორგანოები დააყენებენ

მე არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ ვაყენებ, ამას შესაბამისი ორგანოები დააყენებენ, - ამის შესახებ ტავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გონიოში დაკარგული 2 სამხედრო მოსამსახურის დაკარგვასტან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროცესში პროკურატურაა ჩართული.

"მე ამაზე ვისაუბრე და ახალს ვერაფერს გეტყვით, პროცესში ჩართულოა პროკურატურა და მის სამართლებლივ შეფასებას უახლოეს ხანში მოისმენთ“, - აღნიშნა იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს კათილიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გონიოში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის თანაგრძნობა და უდიდესი მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერას ვგრძნობდით ცალკეული მოქალაქისგანაც. ეს არის გამოხატულება, რომ ყველა ზრუნავს თითოეულ ჯარისკაზე“, - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სამძებრო სამუშაოებში ჩართული თურქული გემის მსგავსი, ილიაუნშიც არსებობს, მინისტრმა განაცხადა, რომ თურქული გემი, რომელიც ჩართული იყო დაკარგული სამხედროების ძებნის პროცესში, ძალიან ძვირად ღირებულია და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, ამაში მშობლებიც დარწმუნენ, როცა კაპიტანს ესაუბრნენ.

„არა მგონია, რომელიმე უმაღლეს დაწესებულებას ქონდეს მსგავსი აღჭურვილობის გემი“, - აღნიშნა იზორიამ.

მანვე აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოებს ქართული მხარე გააგრძელებს. გონიოში ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics