16:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 13:35:46, 748 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბის ტურნირი გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურის ორგანიზებით, შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბში ტურნირი გაიმართა.

ზაფხულის შუალედური შეჯიბრება 9 და 10 აგვისტოს გონიოს სტადიონზე მიმდინარეობდა და მასში შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფინალურ ეტაპზე სპეციალური ოპერაციების ძალებმა მეტოქე მესამე ქვეითი ბრიგადა საბოლო ანგარიშით 24:7 დაამარცხა.

გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლებთან ერთად ჩემპიონატის თასებიც გადაეცათ. მეორე ადგილი დაიკავა მესამე ქვეითმა ბრიგადის გუდნმა, ხოლო მესამე ადგილი პირველი ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics