12:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 16:16:13, 594 ნახვა

საზოგადოება
მედიკამენტებითა და პროდუქტით დატვირთული შსს-ს ორი ვერტმფრენი ყაზბეგში ჩაფრინდა

სტეფანწმინდაში მოქმედი საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო მედიკამენტებითა და პროდუქტით დატვირთული შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ყაზბეგში ჩაფრინდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საჭირო მედიკამენტი სოფელ სიონში მცხოვრები კიდევ ერთი მცირეწლოვანის, ცოტნე ფანჯიაშვილის ოჯახს გადაეცა.
ამ წუთისთვის  ყაზბეგში დარჩენილი მოქალაქეები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით თბილისში გადმოყავთ.
საგანგებო თათბირს მართავს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი გუდაურის საგანგებო შტაბში, სადაც დიდთოვლობასთან დაკავშირებით ყაზბეგში არსებული მდგომარეობა განიხილება. თათბირს მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics