22:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 17:09:09, 687 ნახვა

სამხედრო
აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სწავლებები ჩატარდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის „ნორიოს“ და V ქვეითი ბრიგადის „ოსიაურის“ საწვრთნელ ბაზებზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობაში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საველე სწავლებები ჩატარდა.

V ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულმა „ოსიაურის“ საწვრთნელ ბაზაზე გეგმური საველე სწავლება ჩაატარა. სწავლება პირადი შემადგენლობის ათეულის დონეზე მომზადებას მოიცავდა. საინჟინრო ასეულის ჯარისკაცებმა სწავლება 25 დღის განმავლობაში გაიარეს და მასში 73 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

ხოლო, V ქვეითი ბრიგადის 51-ე ქვეითი ბატალიონის III ქვეითმა ასეულმა ასეულის დონის შეფასების სწავლება „ნორიოს“ საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. სწავლების მიზანი ქვედანაყოფის საბრძოლო დონის შეფასება იყო. სწავლება 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 126 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლების შეფასებას ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასების ცენტრის დამკვირვებლები ახორციელებდნენ.

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics