03:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 15:19:09, 946 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: როგორ გგონიათ, წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა?!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სიცრუეს უწოდებს სამოქალაქო პლატფორმა - ”ახალი საქართველოს”ერთ-ერთმა დამფუძნებელის გივი კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  40 მილიონ ევროდ შეძენილი ორსართულიანი მატარებელი არც ერთ გვირაბში არ ეტევა.

ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზასთან ტექნიკური შესაბამისობა სრულად შემოწმებულია და პრობლემა არ არსებობს:

„მატარებლები, რომელბიც „საქართველოს რკინიგზამ“ შეიძინა, არის ძალიან მაღალი ხარისხის და კლასის. ასეთი მატარებლები ჩვენ არ გვყოლია. ტექნიკური შესაბამისობა ჩვენ რკინიგზასთან არის სრულად შემოწმებული და მოლაპარაკებები მათ შორის ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე.შესყიდვა არ ხდება ისე, თუ არ არის ტექნიკურ  შესაბამისობაში და ტექნიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. დეტალური საბუთების მიხედვით იყო გადაწყვეტილება მიღებული და ამ მატარებლების  სხვა შემთხვევაში ყიდვის დროს, ჩვენ სადღაც 4-5 მლნ დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა, რაც დღეს დავზოგეთ. ეს არის შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ვიმედოვნებ, თქვენც იმგზავრებთ ამ მატარებლით.

რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა მზადაა. როგორ გგონიათ, ჩვენ წავედით და ვიყიდეთ მატარებელი, რომელიც....თქვენ წარმოგიდგენიათ რას ლაპარაკობთ?! ასეთი რამ შეიძლება იკითხო, რომ ვიღაცა წავიდა, გადაიხადა ამხელა ფული, 4 მატარებელი იყიდან და...“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics