16:17 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 17:46:34, 663 ნახვა

სამხედრო
მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

მუხროვანში სპეცდანიშნულების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსი 14 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი სპეცდანიშნულების მებრძოლთა სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში მომზადება იყო. მოსამზადებელ ეტაპზე სწავლება 350-მა სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო, თუმცა კურსის დასრულება მხოლოდ 15-მდე ჯარისკაცმა მოახერხა. სამხედროებმა საცეცხლე, ტაქტიკური, ტოპოგრაფიული და სხვა ტიპის სპეციალური დანიშნულების მომზადება გაიარეს.

კურსდამთავრებულ სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები გენერალური შტაბის უფროსმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics