2016-06-03 16:01:38, 820 ნახვა
რეგიონი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აჭარის მთავრობა შეუერთდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთო.
მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა ავტოპარკის ყველა სატრანსპორტო საშუალებას პრესსამსახურების თანამშრომლებმა უსაფრთხოების მანიშნებელი სტიკერები განათავსეს.
ცნობისთვის, შსს-ს კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება. კამპანიის სლოგანია – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან