2016-05-23 12:03:38, 757 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარში წიგნის ფორმის სუვენირების ჯიხურები დაიდგმება
ბათუმის ბულვარში, წიგნის ფორმის სასუვენირე დახლები განთავსდება.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი, ორიგინალური დიზაინის ჯიხურები ექსკლუზიურად, ბათუმის ბულვარისთვის შეიქმნა, რომელიც ძველ ვერცხლისფერ ჯიხურებს 1 ივნისიდან ჩაანაცვლებს. ახალ კონსტრუქციას, სიმბოლურად, ამშვენებს წარწერა „ Boulvard 1881" და „Batumi"
ბულვარის ტერიტორიაზე სულ 30 ასეთი დახლი განთავსდება. მომავალი წლისთვის კიდევ რამდენიმე მსგავსი ჯიხურის დამატება იგეგმება.
ჯიხურების დიზაინისესკიზი, ბულვარის ადმინისტრაციის დიზაინერ სალომე შავაძეს ეკუთვნის. სუვენირებით მოვაჭრეები ჯიხურებში ვაჭრობის უფლებას აუქციონში გამარჯვების შემდეგ მოიპოვებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან