20:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-09 12:52:20, 2389 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე.

პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარლამენტი „იღებს კანონებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ და აქტიურად მუშაობს ქართული დემოკრატიის დაცვაზე“.

„მან, აგრეთვე, დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, გააგრძელოს მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ახსენა პარლამენტის მიერ, გასულ წელს, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.

შალვა პაპუაშვილი მიესალმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და მადლიერება გამოხატა ღია და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მზაობისთვის. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირის ობიექტური ანგარიშის მნიშვნელობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მხარეებმა დაადასტურეს დიალოგის გაგრძელების მზაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პერე ჟოან პონ სამპიეტრომ განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საერთო პლატფორმაა დიალოგისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში, ეუთო-მ შეინარჩუნოს რელევანტურობა და შეძლოს ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება.

„მან აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საოკუპაციო ხაზზე ვიზიტით დაიწყო და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა“, – წერია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics