22:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 21:06:56, 496 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე უარყოფს ბრალდებას რომ ელისო კილაძე, მდინარაძეზე და მის ბიტკოინებზე განცადებების გამო დააკავეს

კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა არის ხოლმე და ე.წ. მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც, – ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

„თქვენ გახსოვთ მისი უამრავი განცხადება პოლიტიკურ თემებზე, აქ უფრო ღრმად, არ მინდა, რომ შევიდე. როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ე.წ პრემიერს კითხვა დაუსვეს ელისო კილაძის განცხადებაზე, რომლის თანახმად იგი დაკავებას მამუკა მდინარაძის ბიტკოინებზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს განცხადება აბსურდულია.

„მან უკვე მეორე გააკეთა ეს განცხადება პირველად გააკეთა დაახლოებით ერთი წლის წინ. რამე რომ ჰქონოდა, გამოაქვეყნებდა. ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური, ანუ პრაქტიკული კუთხითაც აბსურდული იყო მისი ეს განცხადება. სერიოზულ კომენტარს მისი ასეთი განცხადებები არ იმსახურებს“, – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics