13:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 16:59:55, 967 ნახვა

კომენტარი
ნოდარ ებანოიძე: უნდა მოხდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა ისე, რომ ბიზნესსაც აზრი ჰქონდეს

ფრაქცია “ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრ ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების რეგულაცია საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია.

დეპუტატის განმარტებით, ონლაინსესხების აკრძალვების შესებ საუბარი, არასერიოზულია.

მისი თქმით, უნდა მოხდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა ისე, რომ ბიზნესსაც აზრი ჰქონდეს.

მისივე თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გარკვეულწილად, არსებობს რეგულაციები, თუმცა - ძალიან სუსტი, რომელიც მიკროაფინანსო ორგანიზაციებს განვითარების საშუალებას არ ძლევს.

„მე მქონდა ონლაინ სესხების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და მათი ასოციაციების დაწარმომადგენლებთან შეხვედრაა, ასევე, შევხვდით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს, როდესაც ვთხოვეთ საექპერტო დახმარება გაეწიათ ამ კუთხით. საჭირო არ არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და გათვლა: ერთი რომ არ დაზარალდეს მომხმარებელი და მეორე მხარეა, რომ ეს ბიზნესია. ჩვენ უნდა დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები ისე რომ ბიზნესსაც აზრი ჰქონდეს. ლაპარაკი რომ ონლაინსესხი ავკრძალოთ, არასერიოზულია“,- განაცხადა  ებანოიძემ.

დეპუტატის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი მზად არის, გაიმართოს აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა, თუმცა რაიმე პროდუქტი თუ იცინიატივა ჯერ არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics