14:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 18:21:11, 1334 ნახვა

ეკონომიკა
A black background with white text AI-generated content may be incorrect.საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში საერთაშორისო გადარიცხვების მონიტორინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეს დანერგა. ბიზნეს მობილბანკში SWIFT Tracking ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია.   სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვების სტატუსზე ინფორმაცია რეალურ დროში მოიძიონ.

ფუნქციონალის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, სრულყოფილად ადევნონ თვალი გადახდის პროცესის თითოეულ ეტაპს თანხის ბანკიდან გასვლიდან - შუამავალი ბანკების გავლით, ადრესატთან ჩარიცხვამდე. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ ვენდორებს გადარიცხვის პროგრესი ოფიციალური დოკუმენტის სახით დაუდასტურონ.

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად საქმიანობენ. მისი წარდგენით, შესაძლებელია ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება – მაგალითად, პარტნიორებს მხრიდან ტვირთის გამოგზავნა ან მომსახურების დაწყება თანხის საბოლოო დარიცხვამდე. ეს კი ადგილობრივ ბიზნესს მეტ მოქნილობასა და ეფექტურობას სძენს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics