|
2015-02-16 13:04:58, 770 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული საქართველოს 50-მდე რუკა ინტერნეტშია ხელმისაწვდომი
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის - „ელექტრონული კარტოგრაფია“ - ფარგლებში საქართველოს რუკების ელექტრონული ასლები, მაღალი რეზოლუციით, ინტერნეტსივრცეში განთავსდა. მე-19-მე-20 საუკუნეების მრავალფეროვანი თემატიკის რუკები, დეტალური ანოტაციებით, ხელმისაწვდომია ეროვნული არქივის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/saqartvelos-rukebi და საიტზე: https://www.flickr.com/photos/national_archives_of_georgia/sets/72157650361291667 პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფია“ ეროვნული არქივის ფონდებში არსებული რუკების დიგიტალური ვერსიების შექმნას, ანოტირებასა და საზოგადოებისათვის წარდგენას ითვალისწინებს. საქართველოს რუკებამდე ინტერნეტსივრცეში განთავსდა კავკასიის 40-ზე მეტი რუკა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)