16:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 18:23:09, 601 ნახვა

სამხედრო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა დოლიძის საჯარო ლექცია „ქალი - ლიდერი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა დოლიძის საჯარო ლექცია „ქალი - ლიდერი“ გაიმართა. ლექციას სხვადასხვა უნივერსისტეტის სტუდენტები, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება საზოგადოებაში ქალის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან ქალი ლიდერების სხვადასხვა მოდელზეც ისაუბრა: „ქალი ლიდერების მომრავლება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიდერი, ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ხედვა სახელმწიფოს, უწყების ერთი ინსტიტუტის განვითარებასთან დაკავშირებით. როდესაც ქალები საზოგადოებაში მეტად მონაწილეობენ, ბუნებრივია, მათ მოაქვთ განსხვავებული პერსპექტივა ამ ხედვებთან დაკავშირებით, მათ მოაქვთ საკუთარი გამოცდილება, მოაქვთ თანაგრძნობა და ბევრი ის თვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სახელმწიფოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში. ამიტომ, აუცილებელია ხშირი საუბარი ამ თემაზე, იმაზე, რომ გვქონდეს შესაძლებლობა და ისეთი გარემოპირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალი ქალი ლიდერის შექმნას“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ლექცია-დისკუსია თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი გენდერის კვირეულის ‪#‎ქალიქვეყნისსამსახურში‬ ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ფოიეში ქალ სამხედრო მოსამსახურეთა მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics