14:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:41:49, 932 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს 480 სმენის აპარატს გადასცემს

„სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის“ 2016 წლის პროგრამის ფარგლებში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს 480 სმენის აპარატს შეუძენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ III-IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე მოქალაქეები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხარისხის სმენაჩლუნგობით.

„პროგრამის მიზანია სმენადაქვეითებულ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა. სმენადაქვეითებულ ბავშვთა მეტყველების, ფსიქიკური და ნევროლოგიური განვითარების ხარისხის გაუმჯობესება.

პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს გადაეცემათ ციფრული სმენის აპარატები. პროგრამა ხორციელდება სოციალური ვაუჩერის მეშვეობით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 120 000 ლარს.

2016 წლის პროგრამის ფარგლებში სმენის აპარატის შესაძენად უკვე გაცემულია 252 ვაუჩერი.

გასულ წელს სამინისტრომ ამავე პროგრამის ფარგლებში სმენის აპარატი გადასცა 300 მოქალაქეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პროგრამის სრული ვერსია იხილეთ: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/8d7402737d9d4fd096ad0bc46dc0.pdf





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics