19:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 16:07:09, 409 ნახვა

რეგიონი
ქედაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა

ქედაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ღონისძიება ყველა ასაკის ბავშვისთვის იყო გათვლილი. პატარების გართობაზე ანიმატორები და ჯამბაზები ზრუნავდნენ, დეკორაციულ სივრცეებთან  მოეწყო ფოტოსესია და სახეზე მოხატვა. ბავშვების განსაკუთრებული ოვაცია და სიხარული საყვერელი მულტფილმის გმირებთან  პანდასთან და ელზასთან შეხვედრამ გამოიწვია.

„ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლის ,,აბადელიას", სახელოვნებო სკოლისა და სალოტბარო მოსწავლეების კონცერტი გაიმართა.

ასევე, აღსანიშნავია რომ ბავშვთა დაცვის დღე ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეძიბნაშიც გაიმართა.

ბაბშვთა დაცვის საერთშორისო  დღე  ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდი ბერიძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძემ და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ეკატერინე ქაჯაიამ მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინი.

ბავშვშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics