12:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-31 17:21:07, 1029 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს

აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მხარეებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით უკვე მიღწეული პროგრესი და განსახორციელებელი გეგმები.

აშშ ელჩთან შეხვედრას ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics