16:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 11:20:30, 763 ნახვა

მსოფლიო
იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან 29 მიგრანტი გარდაიცვალა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან სულ მცირე 29 მიგრანტი ჰიპოთერმიის შედეგად გარდაიცვალა.

„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან კონტრაბანდისტების კუთვნილი სამაშველო ნავით ევროპისკენ მიცურავდნენ.

როგორც სანაპირო დაცვაში განაცხადეს, მიგრანტების ნავს ზღვაში ტალღები დაატყდა, ამას დაბალი ტემპერატურაც დაემთხვა და მგზავრთა ნაწილმა ყინვას ვერ გაუძლო.

მათივე თქმით, ნავი სანაპიროდან 160 კმ-ში აღმოაჩინეს და მასში 100 ადამიანი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, მიგრანტები ღია ზღვაში 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics