2015-02-05 14:36:46, 426 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კახა ოქროჯანაშვილმა გერმანიის ექს-პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და თავდაცვის სამინისტროს სახელით, საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ორთვინ ჰენიგსა და გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა.
გერმანიის ყოფილი ფედერალური პრეზიდენტი რიხარდ ფონ ვაიცზეკერი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას 1984-1994 წლებში იკავებდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან