22:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 16:09:30, 13047 ნახვა

ომი უკრაინაში
რეხვიაშვილი - covid19-ით გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლეს, რომელიც 87 წლისაა, კორონავირუსი დაუდგინდა

რამდენიმე დღის წინ covid19-ით გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლეს, რომელიც 87 წლისაა, კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულია კიდევ ერთი ქალბატონი, რომლსაც 13 მარტიდან საზღვრის კვეთის ისტორია უფიქსირდება. მიმდინარეობს მისი კონტაქტების ძიება, ამ ეტაპზე კი 25-მდე კონტაქტია მოძიებული.

„დღეის მდგომარეობით ორი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა. ერთი ბოლნისში და მეორე მარნეულში. რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლეს 87 წლის კაცს, დაუდგინდა კორონავირუსი, ეს ქვემო ბოლნისის კლასტერია. პაციენტი გადაყვენილია თბილისში.

მეორე ფაქტი არის მარნეულში, აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელში, იქიდან ერთ ქალს დაუდასტურდა კორონავირუსი და ცნობილია, რომ 13 მარტიდან აქვს საზღვრის კვეთის ისტორია. მასთან კონტაქტების მოძიება გრძელდება, დადგენილია 25 ადამიანი, რომლებიც მკაცრ თვითიზოლაციაში არიან.

დღეის მდგომარეობით, რეგიონში 23 დადასტურებული შემთხვევაა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics