2020-03-28 11:59:24, 8633 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამ ახალშობილს ჩაუტარდა Covid19-ზე ტესტი, არც ერთს არ დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამ ახალშობილს ჩაუტარდა Covid19-ზე ტესტი, არც ერთს არ დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება, - ამის შესახებ პირევლი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მათი მდგომარეობა არის სტაბილური და გადიან მკურნალობას.
„სამ ახალშობილთან მოვიდა უარყოფითი ტესტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, არც ერთი მათგანი არ იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და მკურნალობა მიდის სტანდარტის მიხედვით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
რატიანმა აღნიშნა, რომ ფეხმძიმე ქალბატონის მდგომაროება ამ ეტაპზე სტაბილურია და მიმდინარეობს მისი მკურნალობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,