2020-03-19 20:20:08, 7674 ნახვა
ომი უკრაინაში
10 პაციენტის ტესტირების შედეგი ცნობილია - კორონავირუსი არცერთს არ დაუფიქსირდა
10 პაციენტის ტესტირების შედეგები ცნობილია - კორონავირუსი არცერთს არ დაუფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ დილისთვის 15 პაციენტის ტესტირების შედეგებს ელოდებიან.
"ჩვენ დილას ვთქვით, რომ 9 პაციენტის ტესტირებაზე იყო საუბარი, მაგრამ, სანამ დამთავრდა აღება, მე-10 შემოგვემატა. ათ პაციენტთან დღეს დილას აღებული ცხვირ ხახის ტესტირებაზე ყველა უარყოფითია. შემდგომში მეორე ეტაპად შემომატებულ ავადმყოფ პაციენტებთან აღებულ იქნა 15 ტესტი. ამ 15 ტესტის პასუხს ხვალ დილისთვის გავიგებთ", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,