16:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 14:33:17, 596 ნახვა

ეკონომიკა
ჰენრი კერალი: საქართველოს მენეჯმენტი გაცვლით კურსთან მიმართებაში რეგიონში საუკეთესო იყო

საქართველოს მენეჯმენტი გაცვლით კურსთან მიმართებაში რეგიონში საუკეთესო იყო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური მიმოხილვის კომენტირებისას განუცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ საგარეო შოკებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავი კარგად გაართვა.

კერალის განცხადებით, მსოფლიო ბანკი საქართველოში დადებით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

„ჩვენი პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 2-3 %-ის ფარგლებში იქნება. ეს რეალური პროგნოზია. საქართველოს მაკროეკონომიკური ჩარჩო, მისი მენეჯმენტი უცხოურ ვალუტასთან გაცვლით კურსთან მიმართებაში საუკეთესო იყო რეგიონში. ჩვენ ველოდებით, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა დადებითი იქნება, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ზრდა ნეგატიური იქნება“, - განაცხადა ჰენრი კერალიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics