2015-01-19 10:21:52, 1046 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი მზად არის ეუთო-სთან ერთად უზრუნველყოს დონბასში ცეცხლის შეწყვეტა
„რუსეთი მზად არის ეუთო-სთან ერთად უზრუნველყოს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის პროცესი“,-ამის შესახებ რუსეთის პრზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ლიდერ პეტრო პოროშენკოსადმი გაგზავნილ მიმართვაშია აღნიშნული.
„მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ, როგორც უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურებმა, ისე დონბასში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტისათვის შესაბამისი ზომები მიიღონ. ასევე გთავაზობთ, რომ ორივე მხარემ დონბასიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს მძიმე ტექნიკა“,-ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიმართვაში.
პუტინი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი ეუთო-სთან ერთად ორივე მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე კონტროლს უზრუნველყოფს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან