03:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 15:33:32, 1056 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი: საქართველოს და უკრაინის მცდელობები ვიზა-ლიბერალიზაციასთან საკმარისი არ არის

„საქართველოს და უკრაინის მცდელობები ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის“,-ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა  ანგელა მერკელმა  ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
მისივე შეფასებით,  საქართველო- უკრაინამ უნდა გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური სტრუქტურები და სასამართლო სისტემა. 
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ივნისში არა დიდი რვიანის, არამედ დიდი შვიდეულის ფორმატში შევიკრიბებით. რუსეთი, ისევე როგორც გასულ წელს ბრიუსელში, არ იქნება წარმოდგენილი. დიდ შვიდეულს ჩვენ ფასეულობების ერთობად განვიხილავთ. ეს ნიშნავს ერთობლივად მუშაობას მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის და კანონის უზენაესობისთვის. ეს ნიშნავს სახელმწფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ვიდრე რუსეთი ამ ღირებულებებს არ იზიარებს, მისი დაბრუნება დიდ რვიანში წარმოუდგენელია,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა. 
ამასთან, გერმანიის კანცლერმა  რუსეთს მოუწოდა, ხელი არ შეუშალოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროპასთან დაახლოებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics