14:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 15:17:13, 668 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი (IBF) გაიხსნა

22 მაისს სასტუმრო „ეიფორიაში" ორდღიანი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი (IBF) გაიხსნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი რეგიონალური მასშტაბით ყველაზე დიდი ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც ბათუმში პირველად ტარდება. ფორუმი მსოფლიო კლასის სპიკერებს, ბიზნეს ლიდერებს, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს და დამწყებ ბიზნესმენებს აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს ვორქშოპები და სამოტივაციო მასტერკლასები. მსოფლიოში აღიარებული სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მსმენელებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.

წლევანდელ ბიზნეს ფორუმზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან: მსოფლიოს ნომერ პირველი ბიზნესტრენერი მარშალ გოლდსმიტი; მსოფლიოს პორშეს და ლამბორჯინის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კევინ გასკელი; მსოფლიოს ნომერ პირველი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა, „ლიდერშიპის" თანაავტორი ჯონ კინგი და სხვა ცნობილი სპიკერები.

ფორუმს საბანკო სექტორის, სადაზღვეოების, სამეწარმეო რგოლის, უძრავი ქონების მართვის, პროფესიული განათლების, საკონსულტაციო კომპანიების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ჯანდაცვის სფეროების წარმომადგენლები დაესწრებიან. მსოფლიოში ცნობილი სპიკერების მოსასმენად ბათუმს 800-მდე დელეგატი ეწვია.

ფორუმი 14 ქვეყანას აერთიანებს და ხელს უწყობს მასპინძელი ქვეყნისა და ქალაქის პოპულარიზაციას. IBF-ის დაარსების იდეა განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოს ესაჭიროება უკეთესი ლიდერები როგორც ბიზნესის სექტორში, ასევე ორგანიზაციებში და სხვადასხვა სამუშაო წრეებში. კომპანიის სლოგანია „ღირს გახდე ლიდერების მიმდევარი" და მისი ძირითადი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ლიდერული ქცევის ნორმების შესწავლას, რაც მსოფლიო ბაზარზე ასეთი მოთხოვნადია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics