18:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 14:44:29, 662 ნახვა

რეგიონი
ვიქტორ დოლიძე პლებისციტზე: ესა არის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან

„ეს არის მორიგი დესტრუქციული, პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან,“- ასე გამოეხმაურა ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე ოკუპირებულ  სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ  პლებისციტს სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ამ ეტაპზე სამწუხაროდ ერთადერთი ბერკეტი გააჩნია და ეს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაა:

„ეს არის აბსოლუტურად დესტრუქციული, პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან და არაერთხელ შეგვიფასებია ეს. ძალიან მნიშვნელოვნად და ახლოს ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებს ვიყენებთ ძალიან ეფექტურად. ვფიქრობ, როგორც ნიუ -იორკში, ასევე ვენაში, თუ ჟენევაში, ბოლოს იგივე ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ნაბიჯს  რომ გადავავლოთ თვალი, საკმაოდ ეფექტურია ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ ერთადერთი ბერკეტი გვაქვს სამწუხაროდ ჯერჯერობით და ეს საერთაშორისო თანამეგობრობაა“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან  ერთად, 2017 წლის 9 აპრილს, პლებისციტიც ჩატარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სურვილია, სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი" ალანია დაუბრუნდეს. პლებისციტზე ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს ჰკითხავენ- უნდათ თუ არა მათ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა.
ოკუპირებული რეგიონის ლიდერობისთვის ბრძოლას ამ ეტაპზე 3 კანდიდატი გეგმავს - მოქმედი და ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტები, ლეონიდ თიბილოვი და ედუარდ კოკოითი, დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics