17:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 13:29:07, 912 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ფასდაკლებების კვირეული დაიწყო

აჭარაში ფასდაკლებების კვირეული Discount Week დაიწყო.

როგორც “ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს,  2 აპრილამდე რეგიონში არსებულ 10 ბრენდულ და მაღალი კლასის სასტუმროებში მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ ისარგებლონ.

მათივე ინფორმაციით,  მსურველებმა პროექტში ჩართულ სასტუმროებში -„ეუფორია“, „ჰილტონი“, „შერატონი“, „რედისონი“, „დივანი“, „ინტურისტი“, „ლე პორტი“, „ჯორჯიან პალასი“, „კასტელო მარე“ და „ლეოგრანდი“  სპეციალური ფასდაკლების მისაღებად უნდა წარადგინონ პრომო კოდი #DISCOUNTWEEK. 

ფასდაკლებების კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი ფასებისა და სასტუმროების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე http://georgia.travel/discounts .

პროექტი Discount Week აჭარაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და აჭარის პოპულარიზაციაა.

Discount Week თებერვალში კახეთში გაიმართა, ახლა კი მისი მასპინძელი აჭარაა. პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics