03:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 14:47:08, 527 ნახვა

სამართალი
უჩა ნანუაშვილი: წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება უნდა შევიდეს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ წინასწარი პატიმრობასთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება უნდა შევიდეს.

ჟურნალისტის კითხვას,  დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ იკვეთება თუ არა პოლიტიკური დევნა, ნანუაშვილმა უპასუხა, რომ მოქმედი კანონმდებლობა წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირისთვის ახალი ბრალის წაყენებას  ითვალისწინებს და ეს შესაცვლელია.

„კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია ასეთი პროცედურების ჩატარება, რომ ნებისნიერ შემთხვევაში მოხდეს ბრალის ხელახლა წაყენება. ვფიქრობ, პრობლემა სწორედ კანონმდებლობაშია.  კანონში  არ უნდა იყოს ხარვეზები, რომელიც შესაძლებელს გახდის, თუნდაც ასე რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საქმეზე, კონკრეტულად ბრალის წაყენება და მისი ხელოვნურად გაძლიერება.  ამას სჭირდება გადახედვა.  ეს კანონი საქართველოში არაერთი წელია მოქმედებს  და ასევე ეს ახალი არ არის. კანონმდებლობაში წინასწარ პატიმრობასთან დაკავშრებით,  უნდა იყოს გარკვეული ცვლილებები, გარკვეული ზღვარი უნდა იყოს დაწესებული, ასევე რამდენად აუცილებელია ყველა საქმეზე წინასწარი პატიმრობის გამოყენება, აღკვეთის ღონისძების სახით. რამდენადაც მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ალტერნატიულ სასჯელებს, ღონისძიებებს და არა იგივე წინასწარ პატიმრობას“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიგი უგულავას 14 მარტს 7 ნოემბრის საქმეზე ახალი ბრალი წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics