15:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-05 12:11:48, 862 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძზე“ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ "გოდერძს" კიდევ ერთხელ ეწვია.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელი კურორტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებს ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდა.

ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას კურორტის განვითარების მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და გაზიფიცირების პერსპექტივებზე ესაუბრა.

 მისი თქმით, კურორტ "გოდერძს" შეუძლია  ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცეს არა მარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად კურორტის ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ყოფნისა, დიდია უცხოელი ტურისტების დაინტერესებაც.

კურორტის განვითარება დიდ სარგებელს მოუტანს პირველ რიგში სწორედ კურორტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართულები სხვადასხვა სერვისის განვითარებაში.

ზურაბ პატარაძემ მათ ხულო-გოდერძის გზის პროექტთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.

ცნობისთვის, გაზაფხულზე, თოვლის დადნობისთანავე, დაიწყება ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. 29 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებაზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი (27 მილიონ დოლარზე მეტი) დაიხარჯება. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდების რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს. შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2017 წლის 17 იანვარს მოეწერა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics