02:28 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 11:12:59, 2903 ნახვა

მსოფლიო სხვადასხვა
ლარს ფონ ტრიერი დონალდ ტრამპის შთაგონებით 'სერიულ მკვლელზე' ფილმს გადაიღებს

რეჟისორი, ლარს ფონ ტრიერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინსპირაციით სერიულ მკვლელზე ფილმს გადაიღებს,-ამის შესახებ The Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ფილმის სახელწოდებაა -The House That Jack Built stars. ფილმის სცენარის თაანხმად, საუბარია ძალიან ჭკვიან სერიულ მკვლელზე. ფონ ტრიერის განცხადებით, აღნიშნული ფილმი ეძღვნება იმ აზრს, რომ ცხოვრება ზოგჯერ ბოროტი და უსიცოცხლოა. ამ შემთხვევაში, საუბარია ჰომო-საპიენსზე, რომლის სახელსაც ამჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკავშირებენ.

ფილმის გადაღება შვედეთში, მარტში დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება. ფილმის ზოგიერთ მონაკვეთს დანიაშიც გადაიღებენ. პრემიერა 2018 წელსაა დაგეგმილი.

მედიის ცნობით, ფონ ტრიერი 2011 წელს კანის კინოფესტივალზე, საკუთარი ფილმის გარშემო აგორებული სკანდალის გამო, ძირითადად მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მან გამართულ პრესკონფერენციაზე იხუმრა, რომ ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. მოგვიანებით ფონ ტრიერმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ის მაინც დროებით პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

ცნობისთვის, ფონ ტრიერი ამერიკაში არასდროს ყოფილა, მაგრამ მის მიერ გადაღებული ბევრი ფილმების მოქმედება იქ ვითარდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics