00:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 15:35:33, 469 ნახვა

სამართალი
შსს-ში პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, პოლიციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას რეფორმის პროცესში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ გახსნა. შსს-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სისხლის სამართლის რეფორმაში პოლიციის კომპონენტის განახლებული სამოქმედო გეგმა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მონაცემთა დაცვის საკითხები, არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითებზე სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები წარადგინეს.

სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლიდან მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართა ლდამცავი სტრუქტურა, ასევე სახალხო დამცველის აპარატი და შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიციის სამუშაო ჯგუფის მიზანია პოლიციაში მიმდინარე რეფორმების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics