12:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 15:18:44, 2255 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიგა ბოკერია: სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ სამარცხვინო ცილისწამების კამპანიას აგრძელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ბოკერიას თქმით,  სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ სამარცხვინო ცილისწამების კამპანიას აგრძელებს:

 „განცხადება, რომელიც გუშინ მიხეილ სააკაშვილისგან მოვისმინეთ, იყო სამწუხაროდ გაგრძელება სამარცხვინო ცილისწამების კამპანიისა, სიბინძურის ფრქვევისა  ყოფილი თანაგუნდელების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ მთლიანად ფოკუსირებული ვიყოთ იმ მთავარ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია და ეს არის ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმთან. ეს არის ჩვენი ფოკუსი, ვინც ამ სიბინძურეს გააგრძელებს, თვითონ იქნება ხელშემწყობი იმის, რომ საზოგადოების ყურადღება ამ ბინძურ ცილისწამებაზე გადავა, რომელიც დაგეგმა და ააგორა სააკაშვილმა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დროზე შეწყვიტონ ეს სიბინძურე, რომელიც მათ არაფერს არგებთ, მაგრამ ზოგადად ატმოსფეროს აფუჭებს“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა 20 იანვრის ყრილობაზე დარწმუნდება. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ივანიშვილისეული გეგმის განხორციელებას მხარი არ დაუჭირეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics