11:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 12:43:37, 1167 ნახვა

კომენტარი სამხედრო
იზორია: იმისათვის, რომ რეზერვის სისტემა იყოს გამართული, აუცილებელია, გვყავდეს მეტი მომზადებული მოქალაქე

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ლევან იზორიას განცხადებით, წვევამდელთა სისტემა მეტი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ქვეყანას გამართული რეზერვის სისტემა ჰქონდეს.

როგორც იზორიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, წვევამდელების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება.

"გუშინწინ დაინიშნა გენშტაბის ახალი უფროსი, შესაბამისად, გენშტაბში გარკვეული რეორგანიზაციები იგეგმება. ასევე თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ვგეგმავთ სერიოზულ ოპტიმიზაციას, რათა მოხდეს გარკვეული თანხების მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენი საბრძოლო განწყობა უფრო მაღალი იყოს. რეზერვის სისტემა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. თქვენ ჩვენგან მოისმინეთ არგუმენტები იმისთვის, რომ რეზერვის სისტემა იყოს გამართული, აუცილებელია, გვყავდეს მეტი მომზადებული მოქალაქე სამხედრო თვალსაზირისით. აქედან გამომდინარე წვევამდელთა სისტემა ოღონდ განახლებული და არა ძველი, მეტ შესაძლებლობას მისცემს, როგორც საკონტრაქტო მოსამსახურეს, რეზერვისთვის კარგი საფუძველი გაიაროს",-განაცხადა იზორიამ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics