13:59 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 15:34:55, 333 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილეები გაერო-ს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შს მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და ლევან იზორია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, გაერო-ს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სპეციალური მომხსენებლის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა თავისუფლებააღკვეთილ პირთა განთავსების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. დელეგაციის წევრებს შსს-ს წარმომადგენლებმა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმები და დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს, გენერალური ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics