16:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 10:13:37, 330 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: მიხარია, რომ თეთრმა სახლმა ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა

„მიხარია, რომ თეთრმა სახლმა ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა“, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.

ნორლანდის განცხადება საელჩომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

„პრეზიდენტმა ობამამ საქართველოში მომავალი ელჩის თანამდებობაზე კარიერის დიპლომატი იან კელი წარადგინა. მიხარია, რომ თეთრმა სახლმა წელს, ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა. ახლა მის კანდიდატურას აშშ-ის სენატი განიხილავს და დაამტკიცებს. თბილისში მის ჩამოსვლას ზაფხულის მიწურულს, ჩემი სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ველოდებით. პროფესიული დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია იმ ადგილის დატოვებაზე ფიქრი, რომელიც გაიცანი და შეიყვარე, მაგრამ ეს ამ პროფესიის თვისებაა. გამგზავრებამდე დარჩენილ თვეებში ჩემთვის კვლავ პატივი იქნება, გავაკეთო ყველაფერი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად, აგრეთვე დემოკრატიის,უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად ამ შესანიშნავ და უძველეს მიწაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics