2015-01-10 11:01:35, 548 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას დღეიდან ელოდებიან
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას დღეიდან ვარაუდოებენ, თუმცა ყინვა შენარჩუნდება.
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში თოვა დღესაც გრძელდება.
გარდა მაისა, მაღალმთიან რაიონებში უხვი ნალექი და ქარბუქია ნავარაუდევი. გუდაური-კობი, სტეფანწმინდა- ლარსის გზის მონაკვეთზე ზვასაშიშროება ნარჩუნდება.
"დღეისთვის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ შენარჩუნებული იქნება თოვლი. მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ხოლო მთიან და მაღალმთიან რაიონებში ასევე მოსალოდნელია ზვასაშიშროება. აღმოსავლეთ საქართველოში გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის გზის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა", - აცხადებენ სინოპტიკოსები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან